გონის წმ. გიორგი სახელობის ეკლესია
გონი ამჟამად ნასოფლარია. აქ შემორჩენილია ლეჩხუმის ერთ-ერთი უძველესი და მეტად საინტერესო გონის წმ.გიორგი სახელობის ეკლესია. ეკლესია დაბზარულია, ძლიერ დაზიანებული, პერანგშემოძარცვული.. მაინც ჩანს, რომ ძეგლი არქიტექტურულად, კერძოთ ქვის წყობით, უნიკალურია, მოზაიკურადაა ნაგები. მშენებელ-არქიტექტორი თითოეულ საშირმე ქვას , შენების პროცესში, იქვე ხარაჩოზე ამუშავებდა ადგილის შესაბამისად, მოსარგებად, რაც იშვიათობაა.
ეკლესიის საერთო იერი, მორთულობა და სხვა ნიშნები ძეგლს მე-10 საუკუნის პერიოდით განსაზღვრავს.
მცირე ფრაგმენტულადაა შემორჩენილი კედლის მხატვრობა. განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს ეკლესიის ბრწყინვალედ შესრულებული კანკელი, რომელმაც ჩვენამდე შცვლილი სახით მოაღწია.