ცაგერი
ცაგერი – ქალაქია ლეშხუმში, რომელიც ცამდე აზიდული მთებითაა გარშემორტყმული. აქ გიზიდავს მთის მდინარეები, სუფთა ჰაერი, სამკურნალო წყლები და გასაოცარი ღირსშესანიშნაობები.
ცაგერი სასიამოვნო და მშვიდი ადგილია ხმაურიანი ქალაქიდან გასაქცევად. აქ არ არის ხმაურიანი კლუბები და დისკოტეკები, მხოლოდ ვარსკვლავებიანი ცით დაფარული მაღალი მთები, შორეული მდინარის ჩუხჩუხი და ღამის გრილი ნიავი.
ეს ადგილი ძალიან მოეწონება ვისაც უყვარს მოგზაურობა საინტერესო ფოტო სურათების გადაღება, ისტორია და მეღვინეობა.
როგორ მივიდეთ ცაგერში?
- ქუთაისიდან ცაგერამდე ორი გზა არსებობს:
წალტუბოს და გელავერის მთის უღელტეხილის გავლით. თუ ამ გზით წახვალთ შეგიძლიათ იხილოთ რაჩხის ჩანჩქერი და მთა ხვამლი. - მეორე გზა ტვიშის კანიონისა და ორბელის მთის უღელტეხილის გავლით. ამ გზით შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღვინის ქარხნები, იბანაოთ მდინარე ლაჯანურში ან ეწვიოთ ლაშჭალას კურორტს.
ცაგერიდან შეგიძლიათ სვანეთში გამგზავრება. სვანეთში ორი რეგიონია: ქვედა – ლენტეხი და ზედა მესტია. მესტიაში ჩამოდიან ტურისტების უმრავლესობა სათხილამურო კურორტზე და ღირსშესანიშნაობების სანახავად. მესტიასა და დედაქალაქ თბილისს შორის რეგულარული საჰაერო კომუნიკაციაც არსებობს.
რაც შეეხება ტრანსპორტს.
თუ ზედმეტიხარჯი არ გინდათ, მაშინ ქუთაისიდან ავტობუსით შეიძლება წასვლა. არსებობს მიკრო ავტობუსი ცენტრალური(კეჩის) ბაზრიდან პირდაპირ ცაგერამდე.
ასევე შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა თქვენი გემოვნებით.
ცაგერის სიახლოვეს ბევრი უძველესი ღირსშესანიშნაობებია და მიუხედავად იმისა, რომ ყველა იოლად არ არის ხელმისაწვდომი, მათი ნახვა საინტერესოა. მაგალითად, ორბელის ციხე მდებარეობს ორბელის უღელტეხილზე. უღელტეხილიდან მთის ერთ მხარეს მდინარე ცხენისწყლის ხეობის ულამაზესი ხედია გადაშლილი, რომელზეც მდებარეობს ქალაქ ცაგერი და მეორე მხარეზე მდინარე ლაჯანურის ხეობა. მთის წვერისკენ ლამაზ მთის სერპანტინს მივყავართ.
/!\ ყურადღება! მთაში მოგზაურობისას უნდა დაიცვათ ზოგიერთი სიფრთხილის წესები, რადგან შესაძლებელია შემდეგი გართულებები:
- უღელტეხილზე მოსალოდნელია ქვების ცვენა და ამან შეიძლება ცოტა შეგაფერხოთ;
- მეწყერის გამო შესაძლებელია გზის გაფუჭება, ამიტომ გირჩევთ დაიცვათ სიჩქარის ლიმიტი;
- გზაზე შეიძლება შემოგეფეთოთ შინაური ცხოველები და პირუტყვი, რომლებიც აქ ახლო-მახლო ბალახობს;
- ხშირად არ არის კეთლმოწყობილი მთის გზები;
- წვიმიან ამინდში ძალიან ხშირია ნისლი.
/!\ ასევე ღირს დაიმახსოვროთთ რომ:
რაც უფრო პატარაა სოფელი, მით ძნელი იქნება ბენზინგასამართი სადგურის ან სერვისის ცენტრის მოძებნა.