რაჭა-ლეჩხუმი
რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს ულამაზესი მთიანი რეგიონია. ის ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი სიმწვანით დაფარული და ზოგან თეთრად დათოვლილი კავკასიონის მთებით, თავისი დახვეული ბილიკებით და გზატკეცილებით თავბრუდამხვევ სიმაღლეზე უფსკრულებს რომ გადაჰყურებს.
აქაურ მდინარეებზე რიონი, ლაჯანური და ცხენისცხალი აგებულია ჰესები და რათქმა უნდა დიდი წყალსაცავები: ლაჯანა, შაორი და ცაგერი, რომლებიც აუმჯობესებენ და უმატებენ ბუნებრივ კოლორიტს სილამაზეს და მომხიბვლელობას.
რაჭა-ლეჩხუმში ბევრი ღირსშესანიშნაობებია: ნიკორწმინდას ეკლესია, მინდას ციხე, ონის ციხე, ორბელის ციხე, შქმერის და ღვირიშის მღვიმეები, ჩანჩქერები, მინერალური წყლები, რომელიც იხმარება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მაგალითად ლაშიჭალა, შოვი, უწერა.
რაჭა-ლეჩხუმი განთქმულია მეღვინეობით. აქაური ღვინოები ოჯალეში, ტვიში, ხვანჭკარა, უსახელაური ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთად.
თავისი ბუნების არაჩვეულებრივი სილამაზის გამო ჩამოსულმა სტუმრებმა რაჭა-ლეჩხუმს ქართული შვეიცარია შეარქვეს.