მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. მისი ცენტრია ქალაქი მცხეთა.
რეგიონში ძალიან ბევრი სხვადასხვა საინტერესო ადგილია.
უპირველეს ყოვლისა, ეს ქალაქი მცხეთაა. ქალაქი ძალიან ლამაზ ადგილზეა განლაგებული და ტურისტების აზრით ითვლება პოპულიარულ, სტუმართმოყვარე ქალაქად. აქედან სულ ახლოში შეგიძლიათ ჯვრის მონასტრის ხილვა.
მცხეთა-მთიანეთის მთები
საინტერესოა, რომ მთიანეთი ნიშნავს“მთებში მყოფ ადგილს”.
აქ ყველაზე ცნობილი ადგილია მთა ყაზბეგი. ყაზბეგში წასვლა უკეთესი იქნება ზაფხულში. აქ ძალიან ბევრი ტურისტები ჩამოდიან, როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე ქართველები ქვეყნის სხვასხვა კუთხიდან. ექსკურსია კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ და რამოდენიმე დღის განმავლობაში აქ დარჩენა შეგიძლიათ.
გუდაური სათხილამურო კურორტია, ზამთარში ის ძალიან პოპულარულია.
აქ არის ცნობილი ბეთლემის მღვიმე.
ციხეები მცხეთა-მთიანეთში
რეგიონში ბევრი საინტერესო ციხეა. ყველაზე ცნობილია ანანურის ციხე.
ასევე საინტერესო იქნება ეწვიოთ სნოს ციხე-სიმაგრეს. აღსანიშნავია, რომ “სნოს” სახელწოდება მთელს
საქართველოში პოპულარულია თავისი მინერალური წყალის მადლით.
ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ უჯარმის ციხეს.
მონასტრები მცხეთა-მთიანეთში
ამ რეგიონში ბევრი ცნობილი მონასტერი და ეკლესია არსებობს.
სვეტიცხოვლის მონასტერი.
ჯვრის მონასტერი.
მონასტერი შიოს-მღვიმე.
სამების ეკლესია გერგეთში (ან გერგეთის სამება).
მონასტერი ზედაზენი – იმ ადგილის სახელს ატარებს, სადაც აშენდა. საინტერესოა, რომ საქართველოში არის მინერალური წყალი ზედაზენი.
სამთავროს მონასტერი.
ბუნება მცხეთა-მთიანეთში
აქ შეგიძლიათ იხილოთ ჟინვალის წყალსაცავი. ჟინვალში ასევე არის ეკლესია, რომელიც წელიწადში ათი თვის განმავლობაში წყლით არის დაფარული. ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ტბა ბაზალეთი და წყალსაცავი სიონი.
ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულებისთვის- ტბა აბუდალაური და ქელია, მაგრამ იქ საკმაოდ რთული მარშუტია.
თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნაკრძალი საგურამო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელუხლებელი ბუნების მოყვარული ხართ.