თეთრიწყარო was last modified: 2018 December 10 01:15 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

თეთრიწყარო

თეთრიწყარო ძირითადად მოეწონება მათ, ვისაც უყვარს ბუნება და სიმშვიდე. აქ ტურისტების მასობრივი ნაკადები არ არის.
აქ ზაფხულში დასასვენებლად ძირითადად თბილისის მაცხოვრებლები ჩამოდიან.

საინტერესო თეთრიწყაროში

გარდა ბუნებაში დასვენებისა და ადგილობრივი სოფლების ნახვისა, აქ შეგიძლიათ რამდენიმე საინტერესო მონასტერი დაათვალიეროთ.

აქ მდებარეობს: ფიტარეთის მონასტერი, მანგლისის სიონის ტაძარი და გუდარეხის მონასტერი. თუ მიდიხართ ფიტარეთში, აღსანიშნავია, რომ გზის ნაწილის გავლა ფეხით მოგიწევთ.

ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ძველი ციხე-სიმაგრეები. ხულუტის ციხე, სამშვიდეს ციხე და ციხე ფაცხისი. ჩვენ გირჩევთ გაიაროთ ბირთვისში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ძველებური ციხე და კანიონები.
ამ ტერიტორიაზე გამოქვაბულებიც შეგიძიათ დაათვალიეროთ.

რაც ყველაზე მთავარია, ამ ტერიტორიებზე არის ეროვნული ნაკრძალი ალგეთი. მკვლევარებისთვის რეალური სანახაობაა.

თეთრიწყაროს რეგიონის ცენტრი ქალაქი თეთრიწყაროა. ის საკმაოდ პატარაა და არ იქნება ზედმეტი ყველაფერ აუცილებელს თუ წინასწარ იყიდით დედაქალაქში.

 

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება