თბილისი
თბილისის შესახებ
საფოსტო ინდექსი (ფოსტის კოდი) | ჩამონათვალი |
თბილისი ზღვის დონიდან | 450მ |
თბილისის დაარსებულია | 455წ |
თბილისის სატელეფონო კოდი | +995 32 |
თბილისის დრო | GMT +4 |
ისტორია
ის რაიონი, სადაც ამჟამად მდებარეობს თბილისი, მეხუთე საუკუნეში იყო ქართველი მეფეების სანადირო ადგილი. თვითონ ქალაქი შენდებოდა ხუთასი წლის განმავლობაში და მე-12 საუკუნეში გახდა დედაქალაქი. თბილისის ისტორიაში ბევრი დიდებული პერიოდებია, რომლების განმავლობაში ქალაქმა შეიძინა თავისი სილამაზე და ბრწყინვალება. მრავალი წლების განმავლობაში ჩამოსულ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში უცხო ქვეყნების კულტურაც.
რადგან თქვენ კითხულობთ ამ გვერდს, ალბათ უკვე გაგიგონიათ ჩვენს ქვეყანაზე და გვესტუმრებით კიდეც. რა თქმა უნდა პირველ რიგში მოისურვებთ დედაქალაქის გაცნობას. თუ მოწყენილი გაქვთ ხმაური, ჯერ შეიძლება ჩამოფრინდეთ უფრო წყნარ ქალაქებში მაგალითად ქუთაისში ან ზღვისპირეთში- ბათუმში.
თბილისში ჩამოსვლა არაა ძნელი. 24 საერთაშორისო კომპანიები ანხორციელებენ ათობით მიმართულებით ფრენას. თუ მოგზაურობას თბილისით იწყებთ, გემით მოგზაურობა არაა ისე მიზანშეწონილი, სჯობია გაემგზავროთ ავტომობილით, რადგან ავტოგზატკეცილის ხარისხი საქართველოში დღითი დღე უმჯობესდება.
სანახავი
რა ნახოთ არჩევანი თქვენზეა: თუ გინდათ გაეცნოთ ისტორიას- 57 სხვადასხვა ეკლესიას შეუძლია მიიპყროს თქვენი ყურადღება და ასევე ციხეები ნარიყალა და მეტეხი ნახეთ.
ფეხით გასეირნება თუ გსურთ, ამოირჩიეთ გასართობი პარკი მთაწმინდა. პარკში შეიძლება გაისეირნოთ თბილისის სატელევიზიო ანძასთან, გადაიღოთ სურათები გადმოსახედიდან ან დაათვალიეროთ ქალაქი ეშმაკის ბორბალიდან.
ცენტრში გირჩევთ ნახოთ ქუჩა შარდენი, რომელიც განთქმულია მხატვრული გალერეებით და მყუდრო კაფეებით.
ახლოს შარდენთან გოგირდის აბაზანებია, რომელიც აუცილებლად
მოგიხდებათ, მიუხედავად იმისა, როგორ გრძნობთ თავს.
ლამაზი ხიდის ბოლოს გელით პარკი, სადაც შეგიძლიათ ცოტა შეისვენოთ.
ცხელ ამინდში შეგიძლიათ გაგრილდეთ თბილისის ზღვაზე, (იქვეა დიდების მონუმენტი, სადაც გამოსახულია ყველა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე).
კუს ტბაზე, ლისის ტბაზე და აკვა პარკში. ქალაქგარეთ ყუმისის ტბაზე იბანავებთ და თევზსაც დაიჭერთ.
თუ ბავშვებთან ერთად ხართ, თბილისის ზოოპარკში ან ცირკში წადით.
ღამე გართობის მოყვარულებიც ნახავენ აქ ბევრ ღამის კლუბებს და ბარებს.
ქუთაისი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1125 წლამდე ითვლებოდა საქართველოს დედაქალაქად. ის მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, სადაც სასიამოვნო კლიმატი და ბევრი ღირსშესანიშნაობებია სანახავი.
ქუთაისის ისტორია მდიდარია გმირული ბრძოლებით და ისტორიული მოვლენებით. მრავალი საუკუნის მანძილზე ქალაქი ბევრჯერ იყო დაპყრობილი, გათავისუფლებული, აღდგენილი, მიტოვებული, დასახლებული და ასე ბევრჯერ. საქართველოს ისტორიაში იყო პერიოდები, როცა საქართველო იყო ერთიანი სამეფო, იყო პერიოდი როცა ის იყო დაქუცმაცებული სამთავროებად და ამასთან დაკავშირებით იცვლებიდა ქუთაისის სტატუსიც. საქართველო სულ იყო უცხო ქვეყნების ყურადღების ქვეშ და რადგან ქუთაისი მდებარეობს მთავარი გზების გადაკვეთაზე, გასაგებია მისი დიდი მნიშვნელობა. ასევე ქუთაისზე გადის ცნობილი აბრეშუმის გზა, რომელმაც განაპირობა ათეულობით სხვადასხვა ხალხის კულტურის და არქიტექტურის შერწყმა.
როგორც ითქვა ქუთაისი მდებარეობს ცენტრში და იქ მოხვედრა შეიძლება სხვადასხვა საშუალებებით. ოთხი ძირითადი სახეობიდან შეიძლება ამოარჩიოთ : საჰაერო თვითმფრინავით, საზღვაო პორტებით, მაგალითად გემით ბათუმამდე, ხმელეთით ავტობუსზე, მანქანაზე ან ველოსიპედზე.
ქუთაისიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრზე მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი კოპიტნარი. ქალაქის ცენტრში დიდი ავტოსადგურია . ასე რომ ქუთაისში მოხვედრა არ არის ძნელი.
სად უნდა წახვიდეთ ქუთაისში: თავიდან ნახეთ ისტორიული მუზეუმი, სადაც მოთავსებულია საქართველოს უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა. შეიძლება წახვიდეთ სურათების გალერეაში: 1.გალერეა ახლოსაა მეზეუმთან
2. იქ შეიძლება ნახოთ საინტერესო ნამუშევრები. ქალაქში ბევრი ეკლესიებია რომლებიც აშენებულია სხვადასხვა კულტურული და არქიტექტურული სტილით, რაც ანიჭებს მათ უნიკალურ ინდივიდუალობას.
პირველ რიგში ბაგრატის ტაძარი, რომელიც აღდგენილია და აქვს
წინანდელი შესახედაობა. აქვეა ციხის ნანგრევები, რომელიც იცავდა ტაძარს და თუ ახვალთ ციხის კედელზე, კიდევ სამიოდე ეკლესიას დაინახავთ..
ქალაქგარეთ შეგიძლიათ ნახოთ ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლები. მაგალითად გელათი, მოწამეთა, რომელიც აშენებულია ლამაზი მთის წვერზე.
შემდეგ ნახეთ ნაკრძალი სათაფლია, სადაც დინოზავრების გაქვავებული ნაკვალევებია.
საღამოს შეიძლება წახვიდეთ ქუთაისის დრამატულ თეატრში ან ეწვიოთ ოპერას. თუ ბავშვებთან ერთად ისვენებთ, მათ დააინტერესებთ პარკი ატრაქციონებით, სადაც მიჰყავხართ საბაგირო გზას.
ღამე დროს მხიარულად გაატარებთ, თუ ეწვევით კლუბებს( მაგალითად სულიკო), სადაც ისიამოვნებთ ცოცხალი მუსიკით და ცივი სასმელებით.
თუ გსურთ გასინჯოთ ტრადიციული კერძები და მოუსმინოთ ნაციონალურ მუსიკას, მიაშურეთ რესტორანს, როგორიცაა- ქალაქური ან სამეფო.