ქვემო ქართლი
ქართლი თავისი განლაგებით და ისტორიული მნიშვნელობით ითვლება საქართველოს მთავარ ნაწილად და მისი დედაქალაქი თბილისი აქვე მდებარეობს.
ქართლი გაყოფილია ორ ნაწილად: შიდა ქართლი-მისი ცენტრალური ადგილია და ქვემო ქართლი, რომელიც უფრო სამხრეთისკენ მდებარეობს.
მას აგრეთვე დიდი ტურისტული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ გაივლის ყველა სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტი, რომლებიც აკავშირებენ თბილისს სხვადასხვა ქალაქებთან და ქვეყნებთან.
ქართლში მდებარეობს ისეთი ქალაქები, როგორიცაა რუსთავი, გორი, ხაშური, ქარელი, კასპი, მცხეთა, დუშეთი, მარნეული…
ამინდი ქართლში თბილია, ზაფხულში ცხელა, ზამთარში საკმაოდ ცივა, მაგრამ ყინვა არაა.
ქართლში დიდი ყურადღება ექცევა მეღვინეობას. აქ მუხრანის დაბლობებზე მოკრეფილი ყურძენით ამზადებენ მასალას, რომელიც გამოიყენება თბილისში შამპანური ღვინოების ჩამოსასხამად.
უფლისციხე, ბეთანია, წერაქვი, რკონი, ქვათახევი, კოლაგირი, გორისციხე და ბევრი მრავალი მონასტერი, ციხე სიმაგრე შემოგვინახა აქ დრომ. მუზეუმები და პარკები ყურადღებას იპრობენ თავისი სილამაზით და მოგვითხრობენ ამ მხარის ასტორიას.