საკონდიტრო კაფე “ნეტა” was last modified: 2020 July 11 18:48 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

საკონდიტრო კაფე “ნეტა”

ქუთაისის ცენტრში შეგიძლიათ ნახოთ პატარა მყუდრო საკონდიტრო კაფე “ნეტა” ძალიან საინტერესო ინტერიერით და გემრიელი ტკბილეულით.

უკვე თხუთმეტი წლის განმავლობაში საკონდიტრო მაღაზია უმასპინძლებს სტუმრებს თავისი ნამცხვრებით და ტორტებით.

აქ მზარეულები და კონდიტერი ოსტატები ქმნიან ტკბილ შედევრებს ძველი რეცეპტების მიხედვით და მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით, რომელთა უმრავლესობა საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა მთის კუთხეებში მოიპოვება.

კაფეში ყოველთვის ბევრი სტუმრია და ყოველთვის არის ადგილი ახალი მეგობრებისთვისაც. ბევრი მოდიან აქ კიდევ ერთხელ გასინჯონ ცნობილი შოკოლადის ბაუნტი ან ნაზი ტირამისუ. აქ დიდი ყურადღება ექცევა ტკბილეულის მომზადების სტანდარტებს და დაცულია რეცეპტები თავიდან ბოლომდე. ამ მიზნით საკონდიტრო მაღაზია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

ყურადღება ყველას!

აქ უყვართ სტუმრები და ყოველთვის ცდილობენ მაქსიმალური ყურადღების მიქცევას. თქვენი მოხერხებულობისთვის ცალკე ფილიალია გახსნილი, სადაც მშვიდად შეიძლება მიირთვათ ყავა. აქ, ყველა კლიენტს შეუძლია მიიღოს VIP მომსახურეობა, რადგან ჩვენ მზად ვართ, რომ ნამცხვრები მოგაწოდოთ შეზღუდვების გარეშე.

დღესაც ჩვენ სერვისებს ქუთაისის დიდი სასტუმროები და გასართობი ცენტრები იყენებენ. მათ შორისაა სასტუმრო იმერეთი. ჩვენ ყველა მომხმარებელს თანაბარ ყურადღებას ვთვაზობთ.

ტკბილეული და ჯანმრთელობა

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა პროდუქტი მზადდება კლასიკური რეცეპტების მიხედვით ბუნებრივი პროდუქტებით. განსაკუთრებით ის, რომ საკონდიტროს აქვს თავისი თაფლი და ხილის ბაღი. ჩვენი ექსპერტები ყურადღებით ირჩევენ მხოლოდ საუკეთესო პროდუქტებს, რაისგანაც შეიქმნება კულინარიული შედევრი.

მათთვის, ვინც ითვლის კალორიებს, ჩვენ გვაქვს სპეციალური დიეტური ნაწარმი დაბალ კალორიური კრემებით და სეზონური ხილით.

ზრდის პერსპექტივა

ჩვენს საკონდიტრო მაღაზიაში ყოველთვის მეგობრული გარემოა, ვმუშაობთ და ვმეგობრობთ.

თუ ფიქრობთ, რომ შოკოლადის შედევრების შექმნის სურვილი გაქვთ, ჩვენთან მოდით, გასწავლით და მიგიღებთ ჩვენს დიდ ოჯახში, რომელსაც ნეტა ჰქვია.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება
მსგავსი ღირსშესანიშნაობები