კინჩხა was last modified: 2020 July 25 08:11 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

კინჩხა

კინჩხას ჩანჩქერი

ეს ულამაზესი ადგილია დასავლეთ საქართველოში. აქაურ სანახაობიდან ყველაზე საინტერესო ადგილებია: ჩანჩქერი კინჩხა, ოკაცეს კანიონი და თვითონ გზა ჩანჩქერისკენ.

მშვენიერება იწყება მანამ, სანამ მიაღწევდეთ აღმართს ჩანჩქერისკენ. ხეობაში მიმავალი გზა და პატარა უღელტეხილი თვალს იტაცებს თავისი მშვენიერებით იმის მიუხედავად მანქანას მართავთ თუ ფეხით მიდიხართ მაინც დიდ სიამოვნებას მიიღებთ. სანამ გზის ყველაზე ციცაბო ნაწილს მიადგებოდეთ, ხიდზე თვალწარმტაცი პატარა მდინარე უნდა გადაკვეთოთ. აქ შეგიძლიათ გაჩერდეთ და გადაიღოთ ლამაზი ფოტოები.

ჩანჩქერის სიმაღალზე ასვლა თავისთავად განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. ეს არის დასავლეთ საქართველოში ერთ – ერთი ყველაზე ციცაბო ბილიკი და ჩვენ არ გირჩევთ აქ პატარა მანქანით წასვლას, სჯობს ამოარჩიოთ გამოცდილი მძღოლი ძლიერი მანქანით, რადგან რაც ზევით ადიხართ, გზა უფრო ძნელი ხდება, ჰაერი იშვიათდება და მანქანა უბრალოდ ჩერდება. ტურბო ძრავებიანი ავტო უფრო ადვილად უმკლავდება ასეთ საძნელეებს.

კინჩხის ჩანჩქერი – თავად ჩანჩქერი მშვენიერია. მყინვარიდან წამოსული წყალი დიდი სიმაღლიდან ვარდება ძირს და ძალიან ლამაზი სანახაობაა. მნახველთათვის სპეციალური ბილიკები და გადმოსახედი ბაქნებია გაკეთებული, სადაც შეგიძლიათ ჩანჩქერის ფონზე ფოტო ან ვიდეო გადაიღოთ.
ოკაცეს კანიონი არის მართლაც პატარა დერეფანი კლდეებში, რომლშიც მდინარის წყალი მიედინება. კლდეებს ძალიან უცნაური და იდუმალი ფორმები აქვთ.
აქტიური დასვენების მოყვარულთათვის აქ დიდი შესაძლებლობებია.

ფასები და სამუშაო საათები

სამუშაო საათები

ორშაბათი გამოსასვლელი დღე
სხვა დღეები 10:00 – 18:00

ბილეთის ფასი

6 წლამდეუფასო
6-18 წლის5.5 ლარი
საქართველოსმოქალაქეები10.35 ლარი
უცხო მოგზაურები17.25 ლარი

სტუდენტთა ჯგუფის ერთი ხელმძღვანელი უფასოდ.
ქალაქ ხონიდან მიდიხართ სოფელ ქვედა კინჩხამდე, შემდეგ უკვე ზევით-ჩანჩქერამდე.

ვიდეო: კინჩხა
სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება