თამარ მეფის ციხე-სიმაგრე
თამარ მეფის ციხე საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკისციხეში მდებარეობს. მისი არსებობა ბრინჯაოს ხანიდან იწყება, რასაც ამტკიცებს აქ ნახული ნივთები და შრომის იარაღები.
ციხე მაღალ გორაზე დგას, უფრო სწორად, მისი ჩრდილო-არმოსავლეთი ნაწილი, რადგან დროთა განმავლობაში მტერთა შემოსევებმა დაანგრია და დააძველა ქვით ნაშენები დანარჩენი კედლები. შემორჩენილია ასევე ჩრდილოეთ ნაწილში მაღალი კოშკი, რომელიც სავარაუდოდ მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებს მიეკუთვნება.
თამარ მეფის ციხე ბოლოს მეთვრამეტე საუკუნეში გადაუკეთებიათ და მიუციათ ახალი იერი.
თამარ მეფის ციხეს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ის იცავდა იმერეთიდან და მესხეთიდან შავი ზღვისაკენ მიმავალ გზას.