ეკლესია აჩი was last modified: 2020 July 11 18:41 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

ეკლესია აჩი

აჩის ეკლესია მდებარეობს ოზურგეთიდან დაახლოებით ცხრა კილომეტრის მანძილზე სამხრეთით, სოფელ აჩაში. ეს უძველესი სალოცავი მეცამეტე საუკუნეშია აგებული ნათალი თეთრი ქვისაგან და საინტერესოა თავისი ძველი ფრესკებით, ძველი ქართული დამწერლობის ნიმუშებით და ითვლება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ძეგლად.

აჩის ეკლესია კიდევ შესანიშნავია იმით, რომ აქ ნაპოვნია მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი ძველი ქართული წარწერებით და ამ ჯვარზე ეფიცებოდა ქართველი ჯარი ერთგულებას მეფეს და სამშობლოს ლაშქრობის წინ.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება