ნაბეღლავი
მინერალური წყარო ნაბეღლავი არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ნაპირზე.
ნაბეღლავის წყარო ვულკანური წარმოშვებისაა.
ნაბეღლავს უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო აქვს. მისი მოხმარება შეუძლია სხვადასხვა ასაკის ხალხს სასურველი რაოდენობით. სისტემატურად მიღებისას ეს წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, წმინდავს ორგანიზმს მავნე ნივთიერებისაგან.
ნაბეღლავი იხმარება კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის და თიღკმლების დაავადების დროს.
მინერალური წყალი ნაბეღლავი მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაშია წარმოდგენილი და მოწონებით სარგებლობს.