ბახმარო
ბახმარო მაღალმთიანი კლიმატური კურორტია, რომელიც მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრის სიმაღლეზე. მისი ტერიტორია გარშემორტყმულია ნაძვის და ფიჭვის მარადმწვანე ტყის საფარით.
ბახმაროში რბილი კლიმატია: ზამთარი აქ არაა ძლიერ ცივი და ზაფხული ძლიერ ცხელი. აქ ზღვის და მთის ჰაერის შეერთება ზღვის სუსტ ნიავთან ერთად არაჩვეულებრივ პირობებს ქმნის სუნთქვის ორგანოების მკურნალობისათვის და ნერვიულ სისტემაზეც სასარგებლოდ მოქმედებს.
ბახმაროში დასვენებისათვის საუკეთესო დროა ივლისი და აგვისტო.
სეზონის დახურვისას ყოველ წელს იმართება დოღი და დიდი დღესასწაული.