მტირალას ნაციონალური პარკი was last modified: 2020 December 9 12:57 by www.airgeo.org info(@)airgeo.org www.airgeo.org www.airgeo.org
გააზიარეთ

მტირალას ნაციონალური პარკი

მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს აჭარაში, კავკასიონის ქედის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1380 მეტრის სიმაღლეზე. პარკი დაარსდა 2006 წელს. აქ ყველაზე მეტი ნალექი მოდის საქართველოში, ხშირი წვიმები და ნისლი ქმნის სველ გარემოს და სახელიც მტირალა აქედან წარმოიშვა.
მტირალას პარკს ცხოველთა და ფრინველთა მდიდარი სამყარო აქვს. ბევრი მათთაგანი შეტანილია წითელ წიგნში, როგორც გადაშენების გზაზე მდგარი სახეობა. პარკში ცხოველთა სამყაროს 95 წარმომადგენელია. მათ შორისაა რუხი დათვი, კავკასიური ციყვი, ფოცხვერი, არწივი, ქორი, პეპლები და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ პარკში შემონახულია ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც სამელი წყალის მარაგის სისუფთავეზე მიუთითებს.
მტირალას პარკის ტერიტორიაზე შეიძლება ნახოთ სოფელი ჩაქვისთავი, სადაც დღემდე შემორჩენილია ძველი არქიტექტურის ნიმუშები და მომუშავე ძველებური წყლის წისქვილები.
ტურისტებს აქ შეუძლიათ გაისეირნონ ცხენით, ველოსიპედით ან დატკბნენ ფრინველთა და ცხოველთა მრავალფეროვნებით.

სატრანსპორტო საშუალებები
რუკის ჩვენება
მსგავსი ღირსშესანიშნაობები