მახუნცეტის ჩანჩქერი
ულამაზესი მახუნცეტის ჩანჩქერი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, აჭარის მთებში, ბათუმიდან 30 კმ დაშორებით.
ჩანჩქერთან შეიძლება მიხვიდეთ ძველისძველი, თამარ მეფის დროინდელი თაღოვანი ხიდის გავლით, რომელის აშენებაზე უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთ ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ ხიდი აშენდა თამარ მეფის დროს მეთორმეტე საუკუნეში. ხიდი კლდის ქვებისგანაა აგებული და გამაგრებულია კირით, რაც დიდ სიმტკიცეს აძლევს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ის დაზიანდა და პერიოდულად საჭიროებდა აღდგენას. ბოლოს ხიდი 2008 წელში გააახლეს და მისი სიგრძე ახლა 28 მეტრია, სიმაღლე წყლის ზედაპირიდან 6 მეტრი.
მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს გამოედინება ჩანჩქერი მახუნცეტი. 50 მეტრის სიმაღლიდან ვარდნილი წყალი ძირს საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს და იზიდავს მსურველებს მოსინჯონ ცივი მთის წყალის გამაცოცხლებელი ძალა,მიიღონ ბუნებრივი აბაზანები.
ბანაობის შემდეგ შეიძლება გასინჯოთ ქართული ნაციონალური კერძები და სასმელები ახლომდებარე რესტორანში, ან დატკბეთ ბუნების სილამაზით და მშვენიერებით.