საკურორტო ქალაქი წყალტუბო მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, იმერეთის რეგიონში. წყალტუბოს პირველი ხსენება XII საუკუნით თარიღდება. მეფეები , ცნობილი ადამიანები და მდიდარი ვაჭრები აქ მკურნალობდნენ წყლის აბაზანებით სხვადასხვა დაავადებების მოსარჩენად. ყველაზე ცნობილია წყალტუბოს რადონის წყაროები, რომლებმაც გასული საუკუნის შუა წლიდან დიდი პოპულარობა მოიპოვეს. წყაროებს აქვთ ისეთი სამკურნალო ძალა, რომ აქ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეებიც მოდიო