ტრანსპორტი
ქალაქში მოძრაობის რამოდენიმე საშუალება არსებობს:
- ტაქსი. ტაქსი ყველაზე მარტივი და მოხერხებულია სამოძრაოდ.მგზავრობა არ ღირს ძვირი (დაახლოებით 3-5 ლარი), და ამ დროს არ ხართ შაზღუდული მიმართულების და დროს ამორჩევაში. რა თქმა უნდა გახსოვდეთ, რაც უფრო შორს წახვალთ მით უფრო ძვირი იქნება მგზავრობა.
- მარშრუტის ტაქსი. მარშრუტი ყველაზე გავრცელებული მოძრაობის საშუალებაა ქუთაისში. მარშრუტს აქვს უფრო დაბალი ფასი, მაგრამ ამ დროს მოძრობა არის შეზღუდული განსაკუთრებული მიმართულებით. არ აქვს მნიშნველობა მიდიხართ ქალაქში თუ გადაწყვიტეთ შორი მოგზაურობა ვთქვად სათაფლიაში ან პრომეთეს მღვიმეში, თქვენ შეგიძლიათ შედარებით იაფად მარშრუტით წახვიდეთ. ძირითადი მარშრუტების გაჩერება არის კეჩის ბაზრობასთან.
- ავტობუსი. ქუთაისში არსებობს ორი ტიპის ავტობუსი: ქალაქის და ქალაქგარე. ქალაქის ავტობუსზე ჩასხდომა ხდება ქალაქის გაჩერებებზე, და ქალაქგარე მიმართულების ავტობუსები გადის სადგურიდან (კეჩის ბაზრობაზე). თბილისამდე ავტობუსით მგზავრობა ღირს დაახლოებით 7 ლარი.