ისტორია
საქართველოს ისტორია სავსეა ლეგენდებით, ბრძოლებით და ზეიმებით. ყველაფერი ეს ხდებოდა იმის გამო, რომ საქართველო მდებარეობს უნიკალურ ადგილზე ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე.
III-IV საუკუნეებში ძველმა მთავარსარდალმა ფარნავაზმა ჩამოაყალიბა ქვეყანა, რომელსაც “საქართველო” უწოდა. სახელი საქართველო წარმოშვებულია ქართველთა ერის წინაპართაგან “ქართლოსისგან” და ის მოსეს ერთ-ერთი შვილიშვილი იყო.
უკვე II საუკუნეში საქართველომ იმდენი პოლიტიკური და სამხედრო ძალა მოიპოვა, რომ რომის იმპერატორმა ქართველი მეფე ფარსმან II ოლიმპიური თამაშების დროს თავის სასახლეში მიიწვია. იმპერატორმა მარსის მოედანზე მეფის ქანდაკებაც დააყენა, რომის იმპერიასა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობების მნიშვნელობის პატივისაცემად.
V საუკუნეში საქართველო აღმოსავლეთში ძლიერ ქრისტიანულ ქვეყანად ითვლებოდა. ამ საუკუნის მიწურულს ქართველმა მეფე ვახტანგ გორგასალმა გააფართოვა საქართველოს ტერიტორიები და მრავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო ღონისძიება ჩაატარა.
საქართველოს ისტორიის ულამაზესი ნაწილი XI-XIII საუკუნეებია. ეს იყო დავით მეოთხე-აღმაშენებელის და დედოფალ თამარის მეფობის პერიოდი. მათ ეპოქაში ქვეყანა აყვავდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში მშვიდობა იყო და ქართველი ხალხი დამპყრობლების შიშის გარეშე ცხოვრობდა. ამ დროის განმავლობაში აშენდა საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი. ეს ქართული კულტურის ოქროს ხანა იყო.
XIV საუკუნეში გიორგი IV შემდეგ საქართველო მრავალრიცხოვან პატარა სამეფოებად დაიყო.
მხოლოდ XVIII საუკუნის ბოლოს გახდა შესაძლებელი მისი გაერთიანება. ეს მოხდა მეფე ერეკლე II ხელმძღვანელობით. მან მოახერხა დიდი ხნის დაქუცმაცებული და დაცილებული ერის ერთ ნაწილად გაერთიანება, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველო გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი.
საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა XX საუკუნის ბოლოს. მას შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვალა. თანამედროვე, პროგრესული და ლამაზი გახდა. მაგრამ ერთი რამ დარჩა იგივე მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე – ეს ხალხია. მიუხედავად ტანჯვისა და ტკივილისა, დამცირებისაა და იმედგაცრუებისა, ქართველი ხალხი იგივე დარჩა. ისინი ახლაც ძალიან კეთილი, სტუმართმოყვარე და მხიარული არიან.