კულტურა
საქართველო ძველი ქვეყანაა და მისი კულტურული შთამომავლობა დიდი ხნის მანძილზე ყალიბდებოდა. საფუძვლიანად რომ გაეცნოთ და გაიგოთ საქართველოს კულტურა, რა თქმა უნდა თავდაპირველად უნდა მიმართოთ ისტორიას, რადგან კულტურა თავის სათავეს საუკუნეების ტრადიციებიდან ღებულობს.
საქართველოში ბევრი ტრადიციები მივიწყებულია , მაგრამ ბევრს დღემდე პატივს სცემენ. ამის გარდა, ყოველ მხარეში თავისი ტრადიციებია აქვთ. მაგალითად «რთველი»-ეს შემოდგომაზე ყურძნის კრეფაა, როცა მევენახეებიკრეფენ ყურძენს და ყრიან დიდ ხორგოებში. წინათ ყურძენს წურავდნენ ფეხებით, იმიტომ რომ ხელით ამდენი ყურძნის გადამუშავება ძნელი იყო.
სხვა ტრადიცია «ბერიკაობა» დარჩა მარტო ორიოდე სოფელში. «ბერიკაობა» არის თეატრალურად წარმოდგენილი პატარა მასკარადი..
საქართველოს კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია მეთიხეობა.
იმერეთში არის მთელი სოფლები, რომლებიც განთქმულია თიხის ნაწარმით. მათი ნაწარმი ფასობს როგორც ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ.. მეწარმეთა ოჯახებში მკაცრად იცავენ ძველ ტრადიციებს და გადასცემენ მომავალ თაობას.
ქართულ კულტურაზე ვერ ილაპარაკებ, თუ არ მოიხსენიე ქართული სიმღერები და ცეკვები. ისინი ადვილი საცნობია მთელ მსოფლიოში, როგორც ტადიციულ, ისე თანამედროვე დამუშავებით.
ქართული სიმღერა «ჩაკრულო» იყო დედამიწის კულტურის ოქროს ნაკრებში, რომელიც კოსმოსში გააგზავნეს.ქართულმა კლასიკურმა ცეკვებმა მოიპოვეს წარმატება ბევრ ქვეყნებში და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლს «ერისიონს».
ასევე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული სამზარეულო. ტრადიციული ქართული კერძები, როგორიცაა «ხინკალი», «ხაჩაპური», «საცივი» და სხვა აქცევენ რესტორანში წასვლას დაუვიწყარ მოვლენად. სიმართლე რომ ვთქვათ, ქართულ სამზარეულოს ცალკე ყურადღება ეკუთვნის.